ჩემთან მოხვედი და სუნთქვა შემაყარე, მერე ამიკრძალე ,მორჩა ბევრიაო!
.
ალბათ სიცოცხლესაც, მალე ამიკრძალავ, მიისაკუთრებ და მეტყვი ჩემიაო!
.
შენ,რომ შემასწავლე ლაღი გაცინება, ახლა გაღიმებაც კი სანატრელიაო!
.
ცრემლმა გზა იპოვა,ახლა მე მოვდივარ,რაც რომ გაიცინე, ეგეც ბევრიაო!
.
შენ, რომ შემაყვარე თბილი ჩახუტება, გულმა მიიღო და თქვა " რა ტკბილიაო" !
.
სანამ, შენ არ მყავდი ამ ცივ სამყაროში,
" ა რ ა ..რ.ა?." ,მცოდნია, ფუჭად მივლიაო!
.
"ის" - რაც რამ მოხდა, ყველა მახსოვს, რამის დავიწყება, მხოლოდ ჭორიაო!
.
მიყვარს -- შენზე ფიქრი,
მიყვარს-- მე თვითონ " შ.ე.ნ."
ერთ დროს მხოლოდ ჩემი, ახლა შორიაო!
.
მიყვარს ეს სიშორე მხოლოდ იმ იმედით, სადმე კვლავ შეგხვდები, ასე მგონიაო!
.
ახლა გულით ისეთ გრძნობას დ