რამდენჯერ დამცა ცხოცრებამ,
რამდენი დარდი მარგუნა.
მაგრამ ვერ შეძლო გატეხვა,
უფლის წყალობა მაწრთობდა.
ვერ დამიმონა დარდებმა,
გული სიცოცხლეს ნატრობდა.
ვერ გაახუნა ოცნება,
გულში ოცნება ყვაოდა.
დარდები უცებ გავფანტე,
შორს მოვიტოვე ცრემლები.
ცხოვრების ქარჭიდილებსაც
მე კვლავაც შევეჭიდები.
და თუ მიმუხთლებს იღბალი,
ცრემლს მადენინებს მალულად.
მაინც განვაგრძობ სიცოცხლეს,
ტანჯვას გავუძლებ ძალუმად...
04.06.2019
მზია კაპანაძე