სულ მოგიგონებ გპირდები ბები!
წლებმა, თოვლივით გახადა თმები.
დარდმა დაგისვა თავის ღარები,
დრომ ვერ შეცვალა შენი თვალები,
მე ისევისე მაგ მზერით ვთბები!
შენი ხელები სიკეთის მქმნელი.
სათუთი გული, რარიგად გშვენის!
ფიქრებში ისევ მუდამ მოგველი.
ჩვენზე ლოცულობ, წყალობას ელი...
შენ, ჩემო ბები, გფარავდეს ღმერთი!
სწავლა იწყება, ჩანთას ვიმზადებ,
როგორ მაკლიხარ დედი.
შენ მე შორიდან ზრუნვით გამზარდე,
როგორ მჭირდები ვხვდები.მიმაცილებდე სკოლის კარამდე,
ლოცვას მაწევდე გზაში,
მიჩურჩულებდე ნაზი ღიმილით,
"არ იცელქოო კლასში."შარშანდელივით შენ მაგივრობას
ბებო გამიწევს დედი,
ნუ ატირდები, ასე ყოფილა
ემიგრანტების ბედი.ო... როგორ მინდა შინ დაბრუნებულს,
კარს მაგებებდე ღიმილს,
მიმსუბუქებდე წლობით გამოვლილ
ცრემლებს, დარდსა და ტკივილს.მახსოვს ის ღამე, როცა ძილის წინ
თავი შენ მკერდზე მედო,
მითხარ:"ხვალიდან სხვაგან მივდივარ,
დაუჯერეო ბებოს."მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა,
ბევრჯერ გაიღო კარი,
მონატრებასაც რამდენს ავიტან,
ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი.მინდა ერთ დილით შენ გამახარო,
ამანათების ნაცვლად,
თორემ ამდენი მონატრებისგან