კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ!
ქალს შვლის ნუკრივით მოუარეთ
მადლი ხელისგულზე მოუყარეთ,
ქალს,ქალობა დაულოცეთ და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.
თორემ სულ სხვა არის ქალის ძალა
ქალი ათასჭირად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს,ქალი დაგაჩოქებს,
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, გაუფრთხილდით ამ ფათერაკს,
დარდის ნაოჭები გაუქარვეთ,
სული სიყვარულით აუვსეთ და
გული ფიანდაზად გაუშალეთ.