მიწაზე ვწევარ და თითებით შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს ვეთამაშები...ხო..ნუ გიკვირს...მე მოვიტანე და მე დავრგე...
მე ვიზრუნე რომ შენი მარადიული განსასვენებელი გამელამაზებინა!...
შენ გგონია შორს ხარ?!...აბა რატომ მესმის შენი ხმა?...
შენ გგონია წახვედი და დაგივიწყე?! ...აბა რატომ ვწევარ ახლა დეკემბრის ყინვისაგან დამსკდარ მიწაზე?...
არა...არ მომწონს ეს სურათი...ამ ქვიდან უსიცოცხლოთ იმზირება,...შენ ბევრად უფრო ლამაზი თვალები გქონდა სინამდვილეში!!!
გუშინ
ღამე ძალიან ციოდა...მაპატიე, რომ ვერ მოვედი!...სამაგიეროდ დღეს
დავრჩები...დღეს დავიძინებ შენს გვერდით...ისე, როგორც ადრე იყო ხოლმე!
მიყვარხარ
და მაკლიხარ...ეს შენც იცი...ამ საფლავზე ამოსული თითოეული ბალახის ღერი,
თითოეუ