- ქალის დეპრესია უცნაური რამაა... ჯერ ტირის, ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულდა. უეცრად კი სარკეში ჩაიხედება, წავა ახალ კაბას იყიდის, ვიღაცის ქათინაური გააღიმებს და მიხვდება, რომ მისი ცრემლების ღირსი არავინ არ არის. უცებ ახლიდან დაიწყებს ცხოვრებას, უფრო ლამაზი და უფრო ბედნიერი. ასეთია ქალი, არასოდეს მარცხდება
ი.კ
ყველაფერი შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვეღარ აპატიებ იმას, რომ ყოველთვის ზედმეტად გიყვარდა ისინი, ვინც ამას არ იმსახურებდნენ შენგან
- როგორი ადამიანი ვარ მე შენთვის?
- ჩემი ადამიანი ხარ, ჩემი სულის ნაწილი. ჰაერივით აუცილებელი და საჭირო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ როცა შენ არ ხარ, ჩემი სამყარო უფერულია.
- და როცა მე ვარ, მაშინ რა ფერია შენი სამყარო?
- მაშინ შენი ფერი აქვს ირგვლივ ყველაფერს... სიცოცხლისფერი.