როგორც ყოველთვის დღესაც გათენდა,
კვლავ გათენდება კიდევ რამდენჯერ...
ისევ დათოვა, ქუჩა გათეთრდა,
მეც გავთეთრდები ალბათ სულ მალე.
კვლავ ზამთარია და ისევ თოვა...
სულმალე მოვა ალბათ ზახული,
ჩემი ზაფხულიც სულმალე წავა,
მხოლოდ დამრჩება ბევრი წარსული.
მე გავთეთრდები, როგორც ეს თოვლი;
მე დავბერდები როგორც ბებია;
მე მენდომება კვლავაც სიცოცხლე,
მაგრამ უკვდავი მხოლოდ ღმერთია.
გამახსენდება ბევრი წარსული,
ალბათ ბავშვობაც გამახსენდება,
სადღაც ბოლოში შენც გაგიხსენებ...
და თვალზე ცრემლი გამიბრწყინდება.
სანანებელიც დამრჩება რამე,
იმქვეყნად ბევრი დარდიც გამყვება,
დამიღამდება სულბოლო ღამე
და ჩემი სული ზეცას აჰყვება.
მერე კუბოში ჩამასვენებენ,
ალბათ ვიღაცა აანთებს სანთელს,
ვარდის კონებით და
გაზაფხულმა გამოაღო დარაბები,
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები,
აპრილია თავად უნდა მიხვდე......
არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია თავად უნდა მიხვდე!!