ისევ გლოვა და ისევ ცრემლები,
ისევ საჯიშეთა მსხვერპლი,
ვაიმე შვილებო! რითი გიშველოთ,
სატანა ყოველმხრივ გვებრძვის...
თქვენ ანგელოზის ფრთებიანო,
კიბე აირბინეთ ბეწვის,
ნომრიდან როგორ ვერ გამოფრინდით,
ცოდვით გულ-მუცელი მეწვის.
თქვენი ცეკვით უნდა გვეამაყა,
რევაზ! თორნიკე! დავით!
საბრალო დედებს ისიც არ ეღირსად,
ცხედრებს დასხდომოდნენ თავით...
მთელი საქართველო შეძრა ამ ტკივილმა,
ყველა ვიღვრებით ცრემლად,
თქვენ კი მოცეკვავე ვაჟკაცებო,
ზეცას მოეფინეთ ფერფლად.
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
11.05.2015.წ.