რატომ ინთება ხატის წინაშე კანდელი...
პირველ რიგში იმიტომ, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. ქრისტემ თქვა: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.
მეორე, იმისათვის, რათა შეგვახსენოს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ჩვენ კანდელს ვანთებთ. რამეთუ წმინდანები „ძედ ნათლისად“ (იოან. 12,36) იწოდებიან.
მესამე, იმისათვის, რომ ჩვენი ბნელი საქმეების, ბოროტი სურვილებისა და ზრახვების გამკიცხველად გვემსახუროს, დაგვაყენოს წმინდა წერილის ნათლის გზაზე, რათა უმეტესი თავგამოდებით ვიზრუნოთ მაცხოვრის მცნებათა აღსრულებისათვის; „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი“ (მათ. 5,16).
სასწრაფოდ !
7 წლის მერაბ (ბუკა) ნიკურაძე სახსრების მწვავე ტკივილითა და მაღალი სიცხით მოათავსეს საავადმყოფოში, ექიმებმა მას შეცდომით ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ხნის განმავლობაში ბავშვს უკეთებდნენ დიდი რაოდენობით ქიმიებს ,რამაც გამოიწვია თავში სოკავანი ინფექცისს გავრცელება და ინფექცია ორგანიზმშიც შეიჭრა. მიღებული წამლების გამო ბუკას დამბლა დაეცა. ბავშვს იმუნიტეტი მთლიანად გამოეცალა. ამჟამად არის ძალიან მძიმედ, ვერ ჭამს, სიცხეები აქვს და აღებინებს. არ დაიზაროთ და გააზიარეთ რაც ბევრმა ადამიანმა ნახოს. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ხვთისნიერი და ბუკას გაუგრძელდეს მკურნალობა .. მთელი გულით გთხოვთ ყველას თუნდაც ერთი ლარი გავიღოთ კეთილი საქმისთვის. ერთად ვიხსნათ ბუკა ტანჯვისგან.
თიბისი ბანკი
საბა