ეს ლექსი უცხო პატიმარმა გალაქტიონს გამოუგზავნა მესაფლავის საპასუხოდო..... უბრალოდ გენიალურია!!-გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა
უშვილოთა წყარო მცხეთაში
მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ქვემოთ, ფერდობზე, წყარო მოედინება. “ძუძუს წყაროს” ეძახიან და იგი წმინდა ნინოს ლოცვითაა აღმოცენებული. აქვე პატარა საყდარია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს მორწმუნეებმა. აქ მოსალოცად დღესაც მოდიან არა მარტო რძეგამშრალი მეძუძური დედები, არამედ უშვილონიც.
სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვრის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია, რომელიც ნახევარი ყოფილ არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. იმ ეკლესიის ძირში ლკდიდან გამოდის მცირე წყალი.
ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გა