ქალისაგან გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო,ნათქვამია. მაშ ღმერთზე ძლიერია? არა,ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია,მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, დაგაჩოქებს, აგატირებს, წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო -ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა .მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს; რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს..
შენზე ჩუმი მოლოდინი დამეჩვია
წარსულისგან აღარაფერს ველი.
მომენატრა ის უბიწო გამოხედვა
სიყვარულის მოკაშკაშე ფერი...
მითხრეს:"იგი არასოდეს დაბრუნდება,
სხვა ნახა და გაიყარა გზები"
რა იციან?!–ჩემად რომ არც ჩამითვლიხარ,
წახვედი და დამიბნელდა დღენი...
მუდამ წარსულს ვაბრალებდი ყველაფერს და
მომავალიც დამიკარგავს,ვხვდები.