ჩემო ძიო, ნეტავ შემეძლოს დრო გავაჩერო ან დავაბრუნო, მტკივა სულის ძირამდე მტკივა, ახლა მხოლოდ მონატრება ხარ და მოგონება, სანამა ვსუნთქავ ჩემთან ერთად ხარ ....
არწივი მისდევს წეროსა
გაგლეჯა უნდა ბრჯღალითა,
ბრჯღალითა,ნალესარითა
როგორც ფოლადის რვალითა.
მიჰკივის წერო ცის კიდეს
სად წავა ძალის-ძალითა,
ღმერთს ეხვეწება შველასა,
ორის საწყალის თვალითა,
ღმერთი რას უშველს,ქვეყანა
სავსეა ცოდვა-ბრალითა!
სიცოცხლესა და სიკვდილსა
შუა უბრალო ხიდი აქვთ,
სიცოცხლე ჰგზავნის შვილებსა,
სიკვდილი ფლიდზე-ფლიდია,
არ ინდობს დიდებს,პატარებს
იქ შაგვყრის სადაც ბინდია,
ხიდს აღარ გამოგვატარებს
ვერაფრით მაისყიდია.
ადიდდეს მაინც მდინარე
ჩატყდეს ეგეთი ხიდია.