წ. ზემდგრადი მინა-ბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო.
ყველაფერი კი ისე დაიწყო, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია ხოლმე -რაჭის სოფელ თხმორში, გლეხის -დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულ ბიჭს გულმა სახლიდან შორს, თავგადასავლების საძიებლად გაუწია. 1882 წელს ათი წლის იყო, როცა სახლიდან გაიპარა, ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობით თავს ირჩენდა და გამოგონებებზე მუშაობდა.
1907 წელს,პოლონეთის გავლით გერმანიაში წავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელ პატარა საწარმოში დაიწყო მუშაობა.
1919 წელს როდესაც მან მუშაობით თანხა დააგროვა, ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეტლებოროში შუშის ქარხნის გამართვა დაიწყო. The Cobi Glass products company-ის საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1